ISM Libraries

ISM Libraries

  • ვორკშოპი „ცოდნის საცავები ინფორმაციულ ერაში“

     

    საბიბლიოთეკო და ინფორმაციის სფეროს სპეციალისტების ვორკშოპი „ცოდნის საცავები ინფორმაციულ ერაში“ ჩატარდა Innovative Systems Management-ის ინიციატივით 2014 წლის 29 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
     
    ვორკშოპის  მიზანი იყო  საბიბლიოთეკო სფეროში პროცესების ავტომატიზაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებული გამოცდილების დოკუმენტირება და შეჯამება, საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა და გაზიარება.

    ვორკშოპის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების, ინიციატივებისა და პროექტების მიმოხილვა. 

    ქვემოთ მოცემულია თითოეული მოხსენების მოკლე შეჯამება და წარმოდგენილი პრეზენტაციის ბმული.
  • ციფრული კატალოგიზაციის ტრენინგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

     

    2013 წლის დეკემბერში ჩატარდა ციფრული კატალოგიზაციის ტრენინგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

    ტრენინგში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ადმინისტრაციის 10 თანამშრომელი.

    ტრენინგის მიზანი იყო ბენეფიციარებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება თანამედროვე ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად დამოუკიდებელი კატალოგიზაციისათვის და ამასთანავე კატალოგიზაციის პროცესის კონტექსტის გააზრებისთვის აუცილებელი ცოდნის განვითარება.

    ტრენინგის მასალები იხილეთ შემდეგ ბმულზე. ტრენინგის ფოტოები იხილეთ შემდეგბმულზე.

GetResposne Webform Integration