EBSCO-ს ბაზები

Innovative Systems Management-ი და EBSCO Information Services გთავაზობთ “EBSCO პაკეტის“ განახლებულ ვარიანტს, რომელიც უფრო მრავალფეროვანი გახდა. ახლა ის შედგება 11 მონაცემთა ბაზისგან, რომელზე ხელმოწერის პერიოდიც 2017 წლის 1-ლი აპრილიდან იწყება. “EBSCO პაკეტის“ მონაცემთა ბაზების ახალი ჩამონათვალი:

  1. Academic Search ELITE
  2. Business Source ELITE
  3. MasterFILE ELITE
  4. Health Source: Consumer Edition
  5. Health Source: Nursing/Academic
  6. Newspaper Source
  7. MEDLINE
  8. ERIC
  9. Library and Information Center (LISTA)
  10. Regional Business News
  11. GreenFile

ამ პაკეტის ახალი ბაზებით განახლება მნიშვნელოვნად ამდიდრებს თქვენი მკვლევარებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას. ვინაიდან სამეცნიერო რესურსები ასე მნიშვნელოვანია ქართული სამეცნიერო წრეებისთვის და ცალკეული აკადემიური ინსტიტუციებისთვის, ახალი ხელმოწერა ან არსებული ხელმოწერების განახლება შესაძლებელია Innovative Systems Management-ის მეშვეობით, თქვენთვის სპეციალური ფასდაკლებით. ახალი EBSCO Package-ის დეტალური აღწერა იხილეთ ამ ბმულზე.

ამ და EBSCO-ს ნებისმიერი სხვა პრდუქტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით

ელფოსტით This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ან ტელეფონით: 551 94 94 02, 551 51 57 82

 

 

საგნობრივი მონაცემთა ბაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: ebscohost.com/academic. კვლევისთვის EBSCO-ს რესურსების გამოყენების უპირატესობა ისაა, რომ მონაცემთა ბაზა ისეთ ფასიან აკადემიურ მასალებზე წვდომის საშუალებას გაძლევთ, რომელიც სხვა საძიებო სისტემისთვის მიუწვდომელია. EBSCO-ს გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ მონაცემთა ბაზები უახლეს რესურსებს გაწვდით. EBSCO თქვენზე მორგებული ინფორმაციის ძებნის საშუალებას გაძლევთ. შეგიძლიათ აირჩიოთ რესურსის ტიპი (ჟურნალი, ელექტრონული წიგნი, აკადემიური ჟურნალი და ა.შ), მიუთითოთ თარიღები, სასურველი ენა და ა.შ.   ხელმოწერის პაკეტში უფასოდ შედის ქართული სამეცნიერო ჟურნალების ლიცენზირება, თუკი ეს ჟურნალები EBSCO-ს დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებს. ქართველ მკვლევარებს, ეს მსოფლიო მასშტაბით პოპულარობის საშუალებას აძლევს და ამით საქართველო გლობალურ სამეცნიერო კვლევის რუქაზეც საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს.

EBSCO Information Services შესახებ
EBSCO Information Services (EBSCO) საინფორმაციო სერვისების წამყვანი მომწოდებელია მთელს მსოფლიოში ბიბლიოთეკებისთვის. მას 100-ზე მეტ ქვეყნაში 11 000 ხელმომწერი ჰყავს.   EBSCO Discovery Service™ (EDS) თითოეულ ხელმომწერ ინსტიტუციას სთავაზობს ერთ საძიებო ველს ყველა მასში გაერთიანებული მონაცემთა ბაზისთვის. ძიების ხარისხითა და ინდივიდუალურობაზე მორგებული სერვისით ის გამოირჩევა სხვა მომწოდებლებისგან.
EBSCO მოწინავე პროვაიდერია ელექტრონული სამეცნიერო მასალების ბიბლიოთეკებისთვის. ის შეიცავს ასობით კვლევით მონაცემთა ბაზას, ისტორიულ არქივს, სამედიცინო რეფერენსებს და კორპორატიული განათლების ინსტრუმენტებს, რითაც ემსახურება მილიონობით მკითხველს და ათასობით ინსტიტუციას.  EBSCO ელექტრონული ჟურნალებისა და წიგნების წამყვანი პროვაიდერია. მისი მეშვეობით შესაძლებელია ხელმოწერა 360 000-ზე მეტ გამოცემაზე, 57 000-ზე მეტ ელექტრონულ ჟურნალზე და წვდომა 900 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ EBSCO ს ვებგვერდს  www.ebsco.com. EBSCO Information Services არის EBSCO Industries Inc.-ის ნაწილი. ეს კერძო კომპანია ერთ ოჯახს ეკუთვნის 1944 წლიდან.