EBSCO Package მონაცემთა ბაზების მოკლე აღწერილობა

 

Academic Search Elite მრავალფეროვანი აკადემიური რესურსებისგან შედგება სხვადასხვა საგნის ათასობით ჟურნალის ტექსტების, აბსტრაქტების და ინდექსირებული ჟურნალებისგან. მონაცემთა ბაზა ჟურნალების უმეტესობაში, შეიცავს PDF ფორმატის ფაილებს. ბევრი ამ მასალებიდან არის ტექსტ შიგნით ძიებადი ან ფერადად დასკანირებული.  Academic Search Elite, მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს Associated Press - ის ვიდეო მასალებზე წვდომასაც გვთავაზობს.  საძიებო ველში ჩაწერილი სიტყვების შესაბამისი ვიდეო მასალები შედეგებში გამოჩნდება. მონაცემთა ბაზაში 1930 წლიდან დღემდე შექმნილი ვიდეო მასალებია თავმოყრილი და მათი განხლება ყოველთვიურად ხდება. 60 000 ვიდეოსგან შემდგარი ვიდეოკოლექცია მრავალფეროვანი შინაარსისაა. მთელს მსოფლიოში, აკადემიური ინსტიტუტები ამ მონაცემთა ბაზას იყენებენ სამეცნიერო ინფორმაციის მოსაპოვებლად. მკვლევართა საჭიროებებზე მორგებული ეს მონაცემთა ბაზა ძვირფას და მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ მასალებს შეიცავს  საბუღალტრო, საბანკო და საფინანსო, საერთაშორისო ბიზნესის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და სხვა დისციპლინებში და ჟურნალების და გამოცემების სრულ ტექსტებზე და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომის საშუალებას გვაძლევს.

Business Source Elite - ეს რესურსი გთავაზობთ სამეცნიერო ჟურნალებს, ბიზნესის, მენეჯმენტის და ეკონომიკის დარგში. კოლექცია შეიცავს სხვადასხვა თემაზე, მაგ. ბუღალტერია, საბანკო საქმე, ფინანსები, მარკეტინგი, გაყიდვები და სხვა, გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს. მონაცემთა ბაზა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს, Associated Press - ის ვიდეოთეკაზე, რომელიც შეიცავს მრავალფეროვან მასალებს 1930 წლიდან დღემდე. ვიდეოთეკა ყოველთვიურად ახლდება.   

 

MasterFILE ELITE: სპეციალურად საჯარო ბიბლიოთეკებისთვისაა შექმნილი. ეს მონაცემთა ბაზა შეიცავს 1700-მდე პერიოდულ გამოცემას რომელიც ინფორმაციას მოგაწვდით ბიზნესის, ჯანმრთელობის, განათლების, ზოგანი მეცნიერების, მულტიკულტურული და სხვა მრავალი სფეროში. ის ასევე შეიცავს 500-ზე მეტი წიგნის სრულ ტექსტს, 81 900 ზე მეტ პირველად დოკუმენტის წყაროს და ფოტოების კოლექციას, რომელიც 935 000 ფოტოსგან, რუქისა და დროშისგან შედგება.

 

Medline: ავტორიტეტული სამედიცინო ინფორმაციის წყაროა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მედიცინის სხვადასხვა დარგების შესახებ, როგორიცაა: საექთნო საქმე, სტომატოლოგია, ვეტერინარია, ჯან-დაცვის სისტემა, პრე-კლინიკური საგნები და სხვა. ეს მონაცემთა ბაზა შექმნილია მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის MEDLINE - ის მიერ და იყენებს MeSH (Medical Subject Headings) ინდექსირებას, რაც 5600 ზე მეტი ამჟამინდელ სამედიცინო გამოცემაზე წვდომის საშუალებას იძლევა.  

 

Health Source: Consumer Edition + Nursing/Academic Edition გთავაზობთ 1000-ზე მეტ სამეცნიერო სრულ ტექსტს სამედიცინო დისციპლინებზე, მათ შორის, კრიტიკული პაციენტების მოვლა, ფსიქიკური ჯანმრთელბა, ბავშვებისა და ზრდასრულების ფსიქიატრიული მკურნალობა, საექთნო საქმე, ექთნების მართვა, საექთნო ეთიკა, დამოკიდებულების და სარეაბილიტაციო კონსულტაცია, სამედიცინო სამართალი, რეპროდუქციული მედიცინა, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა და ა.შ. 

 

Library Information Science & Technology Abstracts (LISTA) შეიცავს 580 ძირითადი ჟურნალის ინდექსებს, 50 ზე მეტ პრიორიტეტულ ჟურნალს და დაახლოებით 15 სელექციურ ჟურნალს, წიგნებს, კვლევის ანგარიშებს და ა.შ.  ამ მონაცემთა ბაზაში მასალები 1960 წლიდანაა ხელმისაწვდომი.  EBSCO-ს სურვილია მუდმივად შემოგთავაზოთ LISTA-ზე წვდომა. ლექსიკონში შესულია 11 200-ზე მეტი ტერმინი, რომელთაგან 4 090 პრიორიტეტული ტერმინია. მონაცემთა ბაზაში შესულია ავტორების პროფილები. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მონაცემთა ბაზის 5 200-ზე მეტი ხშირად ინდექსირებული ავტორის ნაშრომებზე ჰქოდეთ წვდომა. მაგალითად, იმ საგნის ტერმინებს, რომლებიც ყველაზე მეტად ასახავს სტატიის შინაარსს და იმ პუბლიკაციებს, სადაც ავტორს დაუბეჭდავს თავისი ნაშრომები.

 

GreenFILE სამეციერო, სამთავრობო და პოპულარული ხასიათის მასალების კოლექციაა, რომელიც შეიცავს ისეთი შინაარსის მასალებს, როგორიცაა, გარემო ფაქტორების გავლენა ინდივიდებზე, კორპორაციებზე და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მთავრობაზე და რა შეიძლება ვიღონოთ ამის გამოსასწორებლად. ეს უფასო კვლევითი მონაცემთა ბაზა გთავაზობთ 780 000-ზე მეტი ჩანაწერის ინდექსსა და აბსტრაქტს და 11 000-ზე მეტ სრულ ტექსტს. ძირითადი ჟურნალებია სოფლის მეურნეობა, ეკოსისტემა და გარემო, კონსერვაციული ბიოლოგია, ტყის ეკოლოგია და მართვა, მწვანე ენერგიის საერთაშორისო ჟურნალი, ველური ბუნების მართვა.

 

ERIC (the Education Resource Information Center) გთავაზობთ ინფორმაციაზე წდომას სხვადასხვა ჟურნალებიდან, რომლებიც ინდექსირებულია როგორც Current Index of Journals in Education დ ა Resources in Education Index.  მონაცემთა ბაზა შეიცავს 1.4 მილიონზე მეტ ჩანაწერს და გთავაზობთ ბმულებს 337 000-ზე მეტ სრულ ტექსტზე.

 

Newspaper Source გთავაზობთ სრულ სატელევიზიო და რადიო სიახლეების ტრანსკრიპტებს შემდეგი არხებიდან: CBS News, CNN, CNN International, FOX News, NPR დ ა სხვა. ეს მონაცემთა ბაზა გთავაზობთ სრულ ტექსტს ასობით ეროვნული (ა.შ.შ), საერთაშორისო და რეგიონული გაზეთებიდან. გარდა ამისა, ის გთავაზობთ სატელევიზიო და რადიოს საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტებს.

Regional Business News არის მრავალფეროვანი მონაცემთა ბაზა, რომელიც გთავაზობთ სრულ ტექსტებს ბიზნეს პუბლიკაციებზე აშშ და კანადის მასშტაბით. იგი ფარავს ნებისმიერ ინფორმაციას, იქნება ეს საპრეზიდენტო კანდიდატების ბიოგრაფია, რესტორნების ფრენჩაიზი თუ სავაჭრო ქსელი, ბიზნესის დაგეგმვა თუ პოლიტიკური თანამონაწილეობა. Regional Business News-ს კონტენტს აწვდიან ბიზნესის სფეროში წამყვანი გამომცემლობები The Washington Post, PR Newswire US და ა.შ.. ძირითადი რესურსებია გაზეთები, რადიო და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტები, პუბლიკაციების და ჟურნალების სრული ტექსტები ბოლო 20 წლის განმავლობაში.

 

ამ და EBSCO-ს ნებისმიერი სხვა პრდუქტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტით This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ან ტელეფონით: 551 94 94 02, 551 51 57 82

 

EBSCO Information Services შესახებ
EBSCO Information Services (EBSCO) საინფორმაციო სერვისების წამყვანი მომწოდებელია მთელს მსოფლიოში ბიბლიოთეკებისთვის. მას 100-ზე მეტ ქვეყნაში 11 000 ხელმომწერი ჰყავს.   EBSCO Discovery Service™ (EDS) თითოეულ ხელმომწერ ინსტიტუციას სთავაზობს ერთ საძიებო ველს ყველა მასში გაერთიანებული მონაცემთა ბაზისთვის. ძიების ხარისხითა და ინდივიდუალურობაზე მორგებული სერვისით ის გამოირჩევა სხვა მომწოდებლებისგან.

EBSCO მოწინავე პროვაიდერია ელექტრონული სამეცნიერო მასალების ბიბლიოთეკებისთვის. ის შეიცავს ასობით კვლევით მონაცემთა ბაზას, ისტორიულ არქივს, სამედიცინო რეფერენსებს და კორპორატიული განათლების ინსტრუმენტებს, რითაც ემსახურება მილიონობით მკითხველს და ათასობით ინსტიტუციას.  EBSCO ელექტრონული ჟურნალებისა და წიგნების წამყვანი პროვაიდერია. მისი მეშვეობით შესაძლებელია ხელმოწერა 360 000-ზე მეტ გამოცემაზე, 57 000-ზე მეტ ელექტრონულ ჟურნალზე და წვდომა 900 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ EBSCO ს ვებგვერდს  www.ebsco.com.EBSCO Information Services არის EBSCO Industries Inc.-ის ნაწილი. ეს კერძო კომპანია ერთ ოჯახს ეკუთვნის 1944 წლიდან.