სისტემები

კომპანია Innovative Systems Managment-ი მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკებში აპრობირებულ ბიბლიოთეკის მენეჯმენტის რამდენიმე ძირითად  სისტემას. 

შესავალი

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს ღია კატალოგს, კატალოგიზაციის მოდულს, საბიბლიოთეკო ერთეულების ცირკულაციის მოდულს და ბიბლიოთეკებს შორის რესურსების გაზიარების საშუალებას იძლევა. ამ სისტემის საშუალებით განვითარდა პირველი გაერთიანებული ქართული ელექტრონული კატალოგი, რომელშიც ასახულია საუნივერსიტეტო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკების კოლექციები.

Evergreen-ის პროექტის ფარგლებში ვითარდება ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა (ILS), რომელსაც დღეისთვის უკვე იყენებს 1000–ზე მეტი ბიბლიოთეკა მსოფლიოში (აშშ 30 შტატი, კანადა, საქართველო, ჰოლანდია, ჩეხეთის რესპუბლიკა, მექსიკა, ინდოეთი, ავსტრალია და სხვ.). Evergreen-ის განვითარება ჯორჯიის შტატში დაიწყო 2006 წელს.

ჩვენი გაერთიანებული კატალოგი ამ ეტაპზე არის ერთადერთი ეროვნული მასშტაბის ვებ-კატალოგი, რომელიც აერთიანებს წამყვან ქართულ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებს.

 


 

2. ღია ონლაინ კატალოგის (OPAC) მოდული

2.1 ზოგადი აღწერა

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ონლაინ-კატალოგის (OPAC) სერვისი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

2.2 ძირითადი ფუნქციები

ღია ონლაინ კატალოგის მოდული შეიცავს შემდეგ აუცილებელ ფუნქციებს:

სერვისების გაფართოების შემთხვევაში, სისტემა ასევე შეიცავს სისტემაში ავტორიზაციისა და საკუთარ ანგარიშზე შესვლის შესაძლებლობას და უზრუნველყოფილია სრული სინქრონიზაცია ცირკულაციის მოდულთან (მისი ფუნქციონირების შემთხვევაში). 


 

3.  კატალოგიზაციის მოდული

3.1.ზოგადი აღწერა

მოცემული მოდულის დახმარებით სრულდება სისტემის სხვადასხვა ტიპის ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების მონაცემთა ბაზაში შეტანა/რედაქტირება/ამოშლა. მნიშვნელოვანია მონაცემების გადმოწერის ფუნქციის არსებობა (Z39.50), MARC21 იმპორტ/ექსპორტი, უნიკოდის მხრდაჭერა.

ახალი ჩანაწერის შექმნა - ბიბლიოთეკას შეუძლია შექმნას თავის ფონდში არსებული ერთეულების ახალი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი და შეიტანოს ის ჩანაწერების მონაცემთა ბაზაში;

უკვე შექმნილი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის რედაქტირება- კატალოგერებს შეუძლიათ ნახონ  უკვე შექმნილი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი, მოახდინონ მისი რედაქტირება და ცვლილების შენახვა, ასევე არასასურველი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის წაშლა თავიანთი ბაზიდან;

მონაცემთა გადმოწერის ფუნქცია-  Z39.50 პროტოკოლით მონაცემების მიგრაცია. 

Z39.50 არის კომუნიკაციის პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო სისტემებს შორის ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის გაცვლას. 

Z39.50, როგორც კლიენტისა და სერვერის პროტოკოლი დაშორებული მონაცემთა ბაზებში ინფორმაცის ძიებისა და მოპოვებისათვის განვითარდა National Information Standards Organization (NISO) მიერ ISO 239.50 სტანდარტის საფუძველზე. მის მხარდაჭერას ამჯერად უზრუნველყოფს კონგრესის ბიბლიოთეკა (აშშ).

Z39.50 ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ფუნქციაა. ის შესაძლებლობას აძლევს ბიბლიოთეკებს გაცვალონ  ბიბლიოგრაფიული მონაცემები.  


 

3.2. 2013 წლისათვის ინტეგრირებული ბიბლიოთეკები

ამ ეტაპზე კატალოგიზაციის მოდულში Z39.50 პროტოკოლით შესაძლებელია ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების გაცვლა შემდეგ  საერთაშორისო ბიბლიოთეკებთან:


4. ცირკულაციის მოდული

4.1. ზოგადი აღწერა

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის EVERGREEN-ის  ცირკულაციის მოდული ასრულებს საბიბლიოთეკო ერთეულების ცირკულაციის პროცესის სრულ მენეჯმენტს შესაბამისი კომპიუტერული სისტემის მეშვეობით.    ცირკულაციის მოდულის ძირითადი ფუნქციებია:

მომხმარებელთა პერსონალური ანგარიშების მოდული და შესაბამისი ფუნქციები:


5. რაპორტები

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის რაპორტების მოდული მოიცავს გარკვეული დროის ინტერვალში ბიბლიოთეკარისათვის სასურველი ინფორმაციის მოწოდებას წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით.

5.1 ფონდების მართვა შედეგი პარამეტრების მიხედვით:

6. დამატებითი ფუნქციები და სერვისის არჩევა

პროგრამულ უზრუნველყოფას აქვს ინფორმაციის შენახვის მოქნილი ფორმატი წიგნადი ფონდის მონაცემთა ბაზის სხვა ინფორმაციულ სისტემებში გამოსაყენებლად, ასევე ფლობს ამგვარ ფორმატში მონაცემთა ბაზის ექსპორტის შესაძლებლობას.

მომწოდებლის მიერ შემოთავაზებულ სერვისის ლიცენზირებასთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სერვისის მომწოდებელ მხარეს. შემოთავაზებულია სერვისის მომწოდებლის მხარდაჭერა (Support) სისტემაში შესაძლო ავარიული სიტუაციების აღმოსაფხვრელად.

ზემოთ აღწერილი ყველა ფუნქცია თავმოყრილია ერთიანი საბიბლიოთეკო სისტემის (ILS – Integrated Library System) ფარგლებში, რაც საშუალებას იძლევა შემდგომში უმტკივნეულოდ მოხდეს სერვისის გაფართოება ახალი მოდულების გამოწერის გზით.


 

ელექტრონული ბიბლიოთეკა

1. სერვისის ზოგადი მიმოხილვა

ელბიბლიოთეკა (იგივე ციფრული ბიბლიოთეკა) წარმოადგენს პლატფორმას სხვადასხვა ტიპის ციფრული ობიექტების (ტექსტი, სურათი, აუდიო და ვიდეო მასალები და სხვ.) კოლექციებისათვის. ის წარმოადგენს ონლაინ საცავს, რომელიც არა მხოლოდ ინახავს რესურსებს, არამედ მათი ორგანიზებისა და მათზე ადვილი წვდომის შესაძლებლობებს იძლევა. ინსტიტუციის სურვილის შესაბამისად განისაზღვრება წვდომის დონეების კომბინაციები — შესაძლოა რესურსი მოძიებადი და წვდომადი იყოს საჯაროდ ან მხოლოდ ინსტიტუციის ფარგლებში, შეიძლება მოძიებადი იყოს საჯაროდ, მაგრამ წვდომა მხოლოდ ინსტიტუციის ფარგლებში და ა.შ. 

ელბიბლიოთეკების გადაწყვეტების შემუშავება ხდება ბიბლიოთეკის მასშტაბისა და დანიშნულების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ელბიბლიოთეკაში შესაძლებელია მასალების განთავსება მხოლოდ საავტორო უფლებების შესაბამისად.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ISM სთავაზობს ელბიბლიოთეკის ტექნოლოგიური გადაწყეტის ერთიან საბაზისო პაკეტს, რომელიც საშუალებას მისცემს ბიბლიოთეკის მენეჯმენტს შექმნას და მართოს მოხერხებული ონლაინ სივრცე საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის.

შემოთავაზებული სერვისის საბაზისო პაკეტი მოიცავს:

2. ელბიბლიოთეკის სისტემის ტექნიკური აღწერილობა

2.1ზოგადი ფუნქციონალი

2.2 ერთეულების ძიება

3. წლიური ჰოსტინგი და ატექნიკური მხარდაჭერა

ჩვენი სერვისი მოიცავს სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას, მონაცემთა ჰოსტინგსა და ღრუბლოვან სერვისს.  ISM-ის ძირითადი ტექნიკური მხარდაჭერა არის შემდეგი:

შემოთავაზებული პაკეტი გულისხმობს ღრუბლოვან სერვისს.

ISM უზრუნველყოფს მომხმარებლებისათვის სისტემის სრულყოფილ და შეუფერხებელ მიწოდებას.

ISM პასუხისმგებელია მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვისა და ბიბლიოგრაფიული მონაცემების დაცვის უზრუნველყოფაზე.

უზრუნველყოფს სისტემის ქართულ ინტერფეისს.

უზრუნველყოფს პარტნიორი ინსტიტუციების ბრენდირებას სისტემაში (როგორიცაა ლოგოს მითითება, ფერების შეცვლა და სხვა).

ტექნიკური პერსონალი მზად არის უპასუხოს პარტნიორი ინსტიტუციის წარმომადგენლების შეკითხვებს და გაუწიოს მათ დახმარება სამუშაო დღის განმავლობაში (10:00-18:00 სთ.).

ბიბლიოთეკის უსაფრთხოების სისტემა

უსაფრთხოების სისტემები მესახურება საბიბლიოთეკო ერთეულების მიმოქცევას  სწრაფად  და უდანაკარგოდ

მომსახურების აღწერა