ISM Libraries

5. რაპორტები

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის რაპორტების მოდული მოიცავს გარკვეული დროის ინტერვალში ბიბლიოთეკარისათვის სასურველი ინფორმაციის მოწოდებას წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით.

5.1 ფონდების მართვა შედეგი პარამეტრების მიხედვით:

  • ბიბლიოთეკაში არსებული ერთეულების რაოდენობა; 
  • კონკრეტულ ბრანჩზე არსებული ერთეულების რაოდენობა;
  • ბიბლიოთეკის საცავში არსებული ერთეულების რაოდენობა;
  • კონკრეტულ დარბაზში არსებული ერთეულების რაოდენობა;
  • ფასების მითითების შემთხვევაში ერთეულების საერთო ღირებულების დადგენა და სხვა.

6. დამატებითი ფუნქციები და სერვისის არჩევა

პროგრამულ უზრუნველყოფას აქვს ინფორმაციის შენახვის მოქნილი ფორმატი წიგნადი ფონდის მონაცემთა ბაზის სხვა ინფორმაციულ სისტემებში გამოსაყენებლად, ასევე ფლობს ამგვარ ფორმატში მონაცემთა ბაზის ექსპორტის შესაძლებლობას.

მომწოდებლის მიერ შემოთავაზებულ სერვისის ლიცენზირებასთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სერვისის მომწოდებელ მხარეს. შემოთავაზებულია სერვისის მომწოდებლის მხარდაჭერა (Support) სისტემაში შესაძლო ავარიული სიტუაციების აღმოსაფხვრელად.

ზემოთ აღწერილი ყველა ფუნქცია თავმოყრილია ერთიანი საბიბლიოთეკო სისტემის (ILS – Integrated Library System) ფარგლებში, რაც საშუალებას იძლევა შემდგომში უმტკივნეულოდ მოხდეს სერვისის გაფართოება ახალი მოდულების გამოწერის გზით.

GetResposne Webform Integration