ISM Libraries

4. ცირკულაციის მოდული

4.1. ზოგადი აღწერა

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის EVERGREEN-ის  ცირკულაციის მოდული ასრულებს საბიბლიოთეკო ერთეულების ცირკულაციის პროცესის სრულ მენეჯმენტს შესაბამისი კომპიუტერული სისტემის მეშვეობით.    ცირკულაციის მოდულის ძირითადი ფუნქციებია:

მომხმარებელთა პერსონალური ანგარიშების მოდული და შესაბამისი ფუნქციები:

  • ონლაინ-­გამოწერა
  • დაჯავშნა
  • შეტყობინებები
  • გამოწერილი ობიექტების აღნუსხვა
  • პირადი ტრანსაქციების სრული კონტროლი
  • პირადი ვირტუალური კოლექციების შექმნის შესაძლებლობა;
  • მომხმარებელთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის ინტეგრირებული  საბიბლიოთეკო სისტემის (Evergreen) სხვა მოდულებთან დაკავშირება.
  • მომხმარებლის მიერ საბიბლიოთეკო ერთეულის ვებ-­კატალოგიდან შეკვეთა/დაჯავშნა.
  • მომხმარებლების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მიერთება წიგნების ერთიან ბაზასთან და ამ პროცესის ავტომატიზებული მენეჯმენტი.
  • მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის მიბმა ვებ-­კატალოგთან და საბიბლიოთეკო ერთეულის სტატუსის განახლება  და ვებ-­კატალოგში ასახვა.
  • საპროცესინგო ფუნქცია მომხმარებლის პირადი ბარათისა და საბიბლიოთეკო ერთეულის შტრიხკოდების მეშვეობით.
  • სტატისტიკური მოდული.
  • ცირკულაციასთან დაკავშირებული პროცესების ავტომატიზაცია და სინქრონიზაცია ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემასთან.
  • ცირკულაციის ინტერფეისები ბიბლიოთეკარის/ცირკულატორისა და  რიგითი მომხმარებლებისთვის.
  • „ერთი ფანჯრის“ პრინციპი ვებ-­კატალოგისა(მოძიება, შერჩევა) და ცირკულაციის(სისტემაში ავტორიზაცია, შერჩეული ერთეულის სტატუსის  დადგენა, დაჯავშნა/გამოწერა) ფუნქციათა ინტერფეისებისთვის.  

GetResposne Webform Integration