ISM Libraries

 

2. ღია ონლაინ კატალოგის (OPAC) მოდული

2.1 ზოგადი აღწერა

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ონლაინ-კატალოგის (OPAC) სერვისი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • აქვს თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტის MARC21-ის მხარდაჭერა; 
  • წარმოადგენს კონსორციუმის ტიპის ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ნაწილს;
  • შიდა საუნივერსიტეტო ბიბლიოგრაფიული მონაცემების გარდა, შეიცავს გარე ელექტრონულ რესურსებს. მოცემული მომენტისათვის ერთი საძიებო სისტემის ფარგლებში იძებნება ბიბლიოგრაფიული ჩანაწერები:
  • გლობალური ღია ელექტრონულ ბიბლიოთეკებიდან (მაგ. Project Gutenberg);
  • საქართველოში მოქმედი ხუთი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების ინტეგრირებული კატალოგიდან;
  • უზრუნველყოფილია საბიბლიოთეკო ინფორმაციის უსაფრთხოების და საიმედოობის დაცვის მაღალი დონე;
  • უნივერსიტეტის მხრიდან მოითხოვს მინიმალურ ინფრასტრუქტურული ხარჯებს, ვინაიდან გამოყენებულია ღრუბლოვანი (Cloud) ტექნოლოგია.

2.2 ძირითადი ფუნქციები

ღია ონლაინ კატალოგის მოდული შეიცავს შემდეგ აუცილებელ ფუნქციებს:

  • ძიების ინტერფეისი (მკითხველის მხარე) - ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ დააკონფიგურიროს მისთვის სასურველი ძიების პარამეტრები, შემდეგი ფუნქციების გამოყენებით: 
  • მოიძიოს მისთვის საინტერესო წიგნი, როგორც გაერთიანებულ/ინტერინსტიტუციურ, ასევე ცალკეული უნივერსიტეტის, საფაკულტეტო ან სპეციალიზებული ბიბლიოთეკების ინტეგრირებულ კატალოგებში;
  • გაფართოებული ძებნის პარამეტრები:
  • მომხმარებლის სამუშაო დაფა მოიცავს ძებნის პარამეტრებს,  გაფართოებულ ძებნას, რიცხვებით ძებნას და ექსპერტულ ძებნას;
  • ძებნას სხვადასხვა ფორმატში: კარტოგრაფიული მასალა, ხელნაწერები, კომპიუტერული ფაილები;
  • ძებნა ენის მიხედვით ძიება; 
  • საძიებო სიტყვით ძებნა, ავტორი, სათაური, ჟურნალის სათაური, თემა, სერია, შენახვის შიფრი;
  • ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობის მიხედვით ძიება;
  • რიცხვებით ძიება: ერთეულის ბარკოდი, ბიბლიოგრაფიული შენახვის შიფრი, თაროზე შენახვის შიფრი, ISBN, ISSN, LCCN, TCN და ა.შ.
  • ექსპერტული ძიება: ველი, თეგი, ქვეველები და ა.შ.
  • ძიების შეთავაზება კატალოგში გადასვლის შემდეგ; 
  • სასურველი ჩანაწერის გამოტანის გვერდი შეიცავს სულ ცოტა შემდეგ ჯგუფებს: 
  • მოკლე ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი, MARC 21-ის სრული ჩანაწერი, ვირტუალური თარო („მონათესავე“ ერთეულების ჩვენებით). 
  • შესაძლებელია ჯილდოების მინიჭება, მკითხველის რევიურება და კონკრეტული დასახელების სხვისთვის შეთავაზება.
  • ასევე, თემატური და სხვა პარამეტრების თეგები და ავტომატური სინქრონიზაცია Google Books პორტალთან - შესაბამისი მონაცემების ავტომატური გამოტანის შესაძლებლობით.
  • ამავე გვერდზე ჩანს ინფორმაცია წიგნის რაოდეობის, მდებარეობის, სტატუსის შესახებ.
  • შესაძლებელია სისტემაში ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების შაბლონის თავისუფალი მოდიფიკაცია.
  • შესაძლებელია ძიების ფანჯარის ინტერფეისზე საუნივერსიტეტო გერბის განთავსება.

სერვისების გაფართოების შემთხვევაში, სისტემა ასევე შეიცავს სისტემაში ავტორიზაციისა და საკუთარ ანგარიშზე შესვლის შესაძლებლობას და უზრუნველყოფილია სრული სინქრონიზაცია ცირკულაციის მოდულთან (მისი ფუნქციონირების შემთხვევაში). 

GetResposne Webform Integration