ელექტრონული ბიბლიოთეკა

ელბიბლიოთეკა (იგივე ციფრული ბიბლიოთეკა) წარმოადგენს პლატფორმას სხვადასხვა ტიპის ციფრული ობიექტების (ტექსტი, სურათი, აუდიო და ვიდეო მასალები და სხვ.) კოლექციებისათვის. ის წარმოადგენს ონლაინ საცავს, რომელიც არა მხოლოდ ინახავს რესურსებს, არამედ მათი ორგანიზებისა და მათზე ადვილი წვდომის შესაძლებლობებს იძლევა. ინსტიტუციის სურვილის შესაბამისად განისაზღვრება წვდომის დონეების კომბინაციები — შესაძლოა რესურსი მოძიებადი და წვდომადი იყოს საჯაროდ ან მხოლოდ ინსტიტუციის ფარგლებში, შეიძლება მოძიებადი იყოს საჯაროდ, მაგრამ წვდომა მხოლოდ ინსტიტუციის ფარგლებში და ა.შ. 

ელბიბლიოთეკების გადაწყვეტების შემუშავება ხდება ბიბლიოთეკის მასშტაბისა და დანიშნულების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ელბიბლიოთეკაში შესაძლებელია მასალების განთავსება მხოლოდ საავტორო უფლებების შესაბამისად.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ISM სთავაზობს ელბიბლიოთეკის ტექნოლოგიური გადაწყეტის ერთიან საბაზისო პაკეტს, რომელიც საშუალებას მისცემს ბიბლიოთეკის მენეჯმენტს შექმნას და მართოს მოხერხებული ონლაინ სივრცე საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის.

შემოთავაზებული სერვისის საბაზისო პაკეტი მოიცავს:

 

ელბიბლიოთეკის სისტემის ტექნიკური აღწერილობა

ზოგადი ფუნქციონალი

ერთეულების ძიება

წლიური ჰოსტინგი და ატექნიკური მხარდაჭერა

ჩვენი სერვისი მოიცავს სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას, მონაცემთა ჰოსტინგსა და ღრუბლოვან სერვისს.  ISM-ის ძირითადი ტექნიკური მხარდაჭერა არის შემდეგი: