ონლაინ კატალოგი

 

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ონლაინ-კატალოგის (OPAC) სერვისი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

 

ძირითადი ფუნქციები

ღია ონლაინ კატალოგის მოდული შეიცავს შემდეგ აუცილებელ ფუნქციებს:

სასურველი ჩანაწერის გამოტანის გვერდი შეიცავს სულ ცოტა შემდეგ ჯგუფებს:

შესაძლებელია ჯილდოების მინიჭება, მკითხველის რევიურება და კონკრეტული დასახელების სხვისთვის შეთავაზება.

ასევე, თემატური და სხვა პარამეტრების თეგები და ავტომატური სინქრონიზაცია Google Books პორტალთან - შესაბამისი მონაცემების ავტომატური გამოტანის შესაძლებლობით. ამავე გვერდზე ჩანს ინფორმაცია წიგნის რაოდეობის, მდებარეობის, სტატუსის შესახებ. შესაძლებელია სისტემაში ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების შაბლონის თავისუფალი მოდიფიკაცია. შესაძლებელია ძიების ფანჯარის ინტერფეისზე საუნივერსიტეტო გერბის განთავსება. სერვისების გაფართოების შემთხვევაში, სისტემა ასევე შეიცავს სისტემაში ავტორიზაციისა და საკუთარ ანგარიშზე შესვლის შესაძლებლობას და უზრუნველყოფილია სრული სინქრონიზაცია ცირკულაციის მოდულთან (მისი ფუნქციონირების შემთხვევაში).

 

დამატებითი ფუნქციები და სერვისის არჩევა

პროგრამულ უზრუნველყოფას აქვს ინფორმაციის შენახვის მოქნილი ფორმატი წიგნადი ფონდის მონაცემთა ბაზის სხვა ინფორმაციულ სისტემებში გამოსაყენებლად, ასევე ფლობს ამგვარ ფორმატში მონაცემთა ბაზის ექსპორტის შესაძლებლობას. მომწოდებლის მიერ შემოთავაზებულ სერვისის ლიცენზირებასთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სერვისის მომწოდებელ მხარეს. შემოთავაზებულია სერვისის მომწოდებლის მხარდაჭერა (Support) სისტემაში შესაძლო ავარიული სიტუაციების აღმოსაფხვრელად. ზემოთ აღწერილი ყველა ფუნქცია თავმოყრილია ერთიანი საბიბლიოთეკო სისტემის (ILS – Integrated Library System) ფარგლებში, რაც საშუალებას იძლევა შემდგომში უმტკივნეულოდ მოხდეს სერვისის გაფართოება ახალი მოდულების გამოწერის გზით.