ელრესურსები

დღეისათვის გაერთიანებული ქართული კატალოგი ერთ-ერთი ყველაზე დიდია ქვეყანაში.   კატალოგის  სერვისის მომხმარებლი საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო და  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების რესურსების (მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გ. ჩუბინაშვილის ხელოვნების ისტორიის ცენტრი და სხვ.) გარდა, გაერთიანებულ კატალოგში ინტეგრირებულია საერთაშორისო ონლაინ-რესურსებიც (Project Gutenberg, Google books და ა.შ.),  რაც  მომხმარებლებს დამატებით რამდენიმე ათასიან ელექტორნულ წიგნებსა და  რესურსებზე წვდომას უადვილებს.

სამომავლოდ იგეგმება Archive.org-ის კოლექციების დამატებაც.   აღსანიშნავია, რომ კატალოგიდან Project Gutenberg ქვეშ გაერთიანებულ  მსოფლიო კლასიკის 40 000  ელექტრონული წიგნის არამარტო  ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერზე, არამედ უშუალოდ ელექტრონულ გამოცემებზეა  წვდომა შესაძლებელი (მ.შ.  Kindle, ePub, HTML და სხვა ფორმტებში) და ამასთან  უფასოდ.