ინფორმაციული წიგნიერების კურსი

 

მიზანი

კურსის მიზანია ბენეფიციარმა დამოუკიდებლად შეძლოს სხვადასხვა ინფორმაციული (მ.შ. ინტერნეტ) სერვისების გამოყენებით ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, გამოქვეყნება და დაეხმაროს ბენეფიციარებს ინფორმაციულ ერაში კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და სრულფასოვანი განვითარებისათვის საჭირო საბაზისო ინფორმაციული უნარების განვითარებაში.

კურსის გავლის შედეგად ბენეფიციარს შეუძლია:

• ინფორმაციის საჭიროების, ბუნებისა და ტიპების იდენტიფიცირება;

• ინდივიდუალურად, ან როგორც ჯგუფის წევრმა გამოიყენოს ინფორმაცია დასახული/სპეციფიკური ამოცანის  განსახორციელებლად;

• კრეტული ამოცანიდან გამომდინარე საჭირო ინფორმაციის იდნეტიფიცირება

• საჭირო ინფორმაციის მოპოვება ყველა სახის ინფორმაციის საცავებში, ეფექტური ტექნიკის გამოყენებით;

• ინფორმაციისა და მისი წყაროს შეფასება და შერჩეული ინფორმაციის ინტეგრირება საკუთარ ცოდნისა და ღირებულებათა სისტემაში;

• ინფორმაციის ეთიკური და სამართლებრივი გამოყენება და ესმის ინფორმაციის გამოყენებასა და წვდომასთან დაკავშირებული ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური საკითხები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ელექტრონული კურსი.