აკადემიური ბიბლიოთეკების მართვის კურსი

 

მიზანი

ტრენინგის  მიზანია  ბენეფიციარს  განუვითაროს  პრაქტიკული  უნარ-­ჩვევები   თანამედროვე  აკადემიური  ბიბლიოთეკის  სტრატეგიული  დაგეგმვისათვის  და   საბიბლიოთეკო  პროცესების  პოლისებისა  და  პროცედურების  შემუშავებისთვის.  

კურსის  ფორმატი  

ტრენინგი  მოიცავს  ლექცია-­სემინარს  და  პრაქტიკულ  სამუშაოს.  

პრაქტიკული  სამუშაო  

თეორიული  ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენების  უნარის  განვითარების  მიზნით   ტრენერების  დახმარებით  ხდება  კონკრეტული  დოკუმენტების  შექმნა,   განვითარება,  მოდიფიკაცია,  განახლება.  

საშინაო  დავალება  -­  კონკრეტულ  საკითხთან  დაკავშირებით  მასალის  მოძიება,   დამუშავება;  შესაბამისი  სტრატეგიული  და  ტაქტიკური  დოკუმენტების   მონახაზების  მომზადება; მოცემული  მასალის  ანალიზი  ერთი  დღის  განმავლობაში  მაქსიმალური  დატვირთვად  განსაზღვრულია  3  საკონტაქტო   საათი  და  2  საათი  დამოუკიდებელი  მუშაობისთვის.  

შედეგები  

ავითარებს  შემდეგ  დარგობრივ  კომპეტენციებს:  

აკადემიური  ბიბლიოთეკის  თანამედროვე  ინფორმაციული  ტენდენციების  კონტექსტში    სტრატეგიული  ხედვის  უნარი  

 2. საბიბლიოთეკო  ტექნოლოგიების  (ინტეგრირებული  საბიბლიოთეკო სისტემის,ბიბლიოთეკის  უსაფრთხოების  სისტემის,  ელექტრონული  ბიბლიოთეკის  და  ა.შ.)   სტრატეგიული  ხედვისა  და  იმპლემენტაციის  სამოქმედო  გეგმის  შემუშავების   უნარები   

3. აკადემიური  ბიბლიოთეკის  კოლექციების  განვითარების  (ნაბეჭდი  და ელექტრონული  წიგნები,  პერიოდული  გამოცემები,  საცნობარო  გამოცემები  და  ა.შ.)   სტრატეგიული  ხედვისა  და  იმპლემენტაციის  სამოქმედო  გეგმის  შემუშავების   უნარები   

4. აკადემიური  ელექტრონული  ბაზების  და  ბიბლიოთეკების  შერჩევის,  შესყიდვის   და  აკადემიურ  პროცესებში  იმპლემენტაციის  სამოქმედო  გეგმის  შემუშავების   უნარი   

5. კონკრეტულ  ინსტიტუციაში  ინფორმაციული  წიგნიერების  სხვადასხვა  საფეხურზე  (საბაკალავრო,  სამაგისტრო,  სადოქტორო)  განვითარების  სტრატეგიული  ხედვისა   და  დანერგვის  იმპლემენტაციის  გეგმის  შემუშავების  უნარი   

6. კონკრეტული  ინსტიტუციის  საბიბლიოთეკო  სერვისების  სტრატეგიის  განვითარების  უნარი  

კურსის  შინაარსი